კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ვებ-გვერდზე
ჭაღარა გადასახედიდან, როგორ ვაფასებ ჩემს განვლილ გზას?
სამწუხაროდ ბევრი რამის სწავლა საკუთარ გამოცდილებაზე, ხშირად მწარე გამოცდილებაზე გავლით მომიწია. ბედნიერად მიმაჩნია ადამიანი, რომელიც იძახის, რომ ჩემს განვლილ ცხოვრებაში არაფერს არ შევცვლიდიო. მე რომ მომიწიოს ხელახლა ცხოვრების დაწყება, ყველაფერს შევცვლიდი. თუმცა მანამდე ფარ-ხმალს არ ვყრი, დღესაც ისევ ძიების პროცესში ვარ. ერთი რამ ვიცი უეჭველად, იმ ქვეყნად უნდა წამოვწვე ხის ძირში და დავტკბე ბუნების ცქერით, ჩიტების ჭიკჭიკით, ანუ იქ საქმის საკეთებლად არ მივდივარ. საქმე უნდა ვაკეთო აქ და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო. თუკი ვინმეს ჩემი ცოდნა, გამოცდილება გამოადგება, მიმსახურეთ, ნუ მომერიდებით, ნუ დამზოგავთ ჩვენი სამშობლოსა და ერისათვის საკეთებელ საქმეში... |