პროგრამები, პროექტები, ღონისძიებები
2017 იანვარი, შემოქმედებითი მცხეთა-მთიანეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ გაფართოების ქვეყნების შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსი გამარჯვებული პროექტის ავტორი, კოორდინატორი ვრცლად 2016-2017 წ.წ. არაგვის (ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი) დაცული ლანდშაფტის შექმნა
ინიციატორი. შესაბამისი ფონდების მოზიდვის კოორდინატორი. (ჩეხეთის განვითარების სააგენტო 5 წლის განმავლობაში დააფინანსებს ამ პროექტს) 2016 წ. აპრილი, ფშავის მდგრადი განვითარების კონცეფცია
ავტორი, კოორდინატორი 2016 წ. მარტი, ახალი დღის წესრიგი მცხეთა-მთიანეთის მდგრადი განვითარებისათვის
ინიციატორი, კოორდინატორი ვრცლად 2014 წ. ნოემბერი, ერწო-თიანეთი - მწვანე მხარე
საქართველოშიც კი პარადოქსალურია, რომ ისეთ უნიკალურ და ბუნებრივ-სამეურნეო რესურსებით მდიდარ მხარეში, როგორიც ერწო-თიანეთია, ხალხი ასეთ სიღატაკეში ცხოვრობდეს და გარბოდეს სხვაგან ბედის საძიებლად. ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტში თიანეთის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის და ჩვენი ძალისხმევით დაიწყო ერწო-თიანეთის მწვანე მხარედ ფორმირება-განვითარების პროცესი. იხილეთ ვრცლად |
2014 თებერვალი, საქართველოს რეგიონების მწვანე განვითარების პროგრამა
დღეს მსოფლიო ორიენტირებულია ე.წ. მწვანე განვითარებისაკენ, ხდება ყველაფრის ეკოლოგიზაცია და ეს არ არის უბრალო მოდა, ეს გადარჩენის გზაა. ქვეყნები, შტატები და მხარეები, ქალაქები, სოფლები უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ რომელი უფრო მეტად „გამწვანდება“... საქართველოში ამ მხრივ ჯერჯერობით პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. საჭიროა დროისათვის ფეხის აწყობა არა უბრალოდ ფეხის ასაწყობად, არამედ აუცილებელი საჭიროებისათვის, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს და იმ პასუხისმგებლობისათვისათვის, რომელიც გვაკისრია მომავლის წინაშე. |
2013 აგვისტო, სათემო ინიციატივები ტყეების მდგრადი განვითარებისათვის
იხილეთ |
2013 ივლისი, ტრადიციული ხელოსნობისა და ეკოინოვაციების ცენტრი,
http://ecoinnovation.weebly.com/ |
2013 აპრილი, ბიოაგრარული კომპლექსი-კოოპერაცია
პროექტი ითვალისწინებს დღეს არსებული დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პირობებში რეგიონებში სხვადასხვა სპეციალიზაციის ბიოაგროკომპლექსების შექმნას. ესაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის კლასიკური მოდელი, ბიომეურნეობებზე გადასვლის მასტიმულირებელი მექანიზმი, სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის საშუალება. იხ.სქემა |
2012 აპრილი, საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფების გაერთიანებული სხდომა - საქართველოში ეკოლოგიურ-ინოვაციური სოფლების შექმნისა და განვითარების პროექტის პრეზენტაცია
ავტორი
პროექტი შემუშავდა ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესების, გამოწვევების საპასუხოდ, ქვეყნის და კერძოდ ქართული სოფლის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. პროექტი ითვალისწინებს სამოდელო, 21-ე საუკუნის სტანდარტების ეკოლოგიური, ინოვაციური, ტურისტული სოფლის შექმნას.

2012 მარტი, ეკოსოფელი-ვებ-გვერდი http://sofeli.weebly.com/ საქართველოს სოფლების ეკოლოგიზაციისათვის, მომავლის სოფლის მოდელირება |
2010 დეკემბერი, ვირტუალური ჯანსაღი ცხოვრების კლუბი "ედემი"
პროექტის ხელმძღვანელი
თუ თქვენთვის სულერთი არაა თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თუ აღარ გსურთ ხარჯოთ ფული, დრო და ნერვები ისეთ მკურნალებსა და წამლებში, რომლებიც საბოლოოდ ანგრევენ თქვენს ჯანმრთელობას, თუ გსურთ გაიგოთ ჯანსაღი ცხოვრების ანბანი, თუ გსურთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ჯანსაღი ცხოვრების სფეროში გაუზიაროთ სხვებსაც, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ კლუბს …
ბლოგი: http://edemia.wordpress.com/
ჯანსაღი ცხოვრების კლუბი Facebook-ზე

2010 ოქტომბერი, ვირტუალური საზოგადოებრივი საკრებულო "დროება"
"დროების" მემატიანე
საზოგადოებრივი საკრებულო "დროება" ნეიტრალური მინდორია, მისი კარი ყველასათვის ღიაა, განურჩევლად პოზიცია-ოპოზიციონერობისა, პარტიულ-უპარტიობისა, სოციალური მდგომარეობისა, ცენზისა.
თემები შეუზღუდავია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია წამოჭრას ნებისმიერი აქტუალური საკითხი, გააკეთოს კომენტარები, შეფასებები. ერთადერთი მოთხოვნაა სამართლიანობა და ობიექტურობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, მოსმენა, მოთმენა და მხოლოდ ფაქტებით, საბუთებით, არგუმენტებით, აზრით პაექრობა.

2010 აპრილი, საერთაშორისო პროექტი "გლობალური ერთობა", ანუ მოძრაობა მდგრადი მომავლისათვის
საორგანიზაციო ჯგუფის წევრი
პროექტის მიზანს წარმოადგენს ჰარმონიული და მდგრადი თანაარსებობის მიღწევა გარემოს, ადამიანებს, ხალხებს და სახელმწიფოებს შორის. ჭეშმარიტი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობა;
პროგრესულად მოაზროვნე, მდგრად მომავალზე ორიენტირებული საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევის მიმართვას როგორც გლობალური, ისე ლოკალური პრობლემების დასაძლევად.
პროექტის ამოცანებია:
- ადამიანებისათვის თვითრეალიზების ასპარეზის გახსნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში.
- საზოგადოების განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის, რათა პასუხი გავცეთ დღევანდელ გამოწვევებს, მოვემზადოთ მომავალი გლობალური და ლოკალური გამოწვევებისათვის;
- ღონისძიებების გატარება არა მარტო პრობლემების შედეგების დასაძლევად, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად;
- ტექნიკური პროგრესის წარმართვა მდგრადი განვითარების პრინციპებით;

2008 - საქართველოს ილუსტრირებული ტურისტული რუკა
იდეის ავტორი და გამომცემელი,
ეს რუკა თავიდან ჩაფიქრებული იყო ქართველი ემიგრანტი ბავშვებისათვის, რომ მათ დახმარებოდათ სამშობლოს შემეცნებაში. ამ მხრივ მართლაც ითამაშა მან გარკვეული როლი, 2013 წელს ის გახდა ემიგრანტი ბავშვებისათვის შექმნილი სახელმწიფო პროექტის „საქართველო ჩემი სამშობლოა“ სიმბოლო, გამოსახული იყო პროექტის მონაწილე ბავშვების მაისურებზე.
მხატვარი ქეთი გივიშვილი;
იხილეთ რუკა

2006 - საქართველოს სოფლის ტურიზმის განვითარება
პროექტის ავტორი
ეს პროექტი შემუშავდა საქართველოში სოფლის ტურიზმის განვითარების მიზნით. ჩვენში უზარმაზარი რესურსი არსებობს ამ მიმართულების განვითარებისა და სოფლის მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლების გასაჩენად;

2006 - მშრალი ხილისა და ბოსტნეულის საწარმო
ეს პროექტი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის გაკეთდა მზის ენერგიის ეფექტური გამოყენების მიზნით მშრალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების საქმეში, რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე.
2004-2006 - ნატურალური პროდუქტების მინი ბაზარი – ინტერნეტ-მაღაზია
ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი “საქართველოში ნატურალური პროდუქტების ბაზრის ფორმირების ხელშეწყობა”, რომლის ფარგლებშიც საკუთარი ძალებით მოვაწყვეთ ნატურალური პროდუქტების მინი ბაზარი. ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული ასამდე ბიოფერმერთან და რეალიზებას ვუკეთებდით მათ პროდუქციას. პარალელურად მოვაწყვეთ ინტერნეტ-მაღაზიაც. სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ეს სტრუქტურა. საქართველო ამ პროექტისათვის ჯერ მზად არ აღმოჩნდა და მაღაზიის მუშაობა არარენტაბელური იყო. ამიტომ პროექტი შევაჩერეთ;
2004, ბროშურა "მოძრაობა საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის"
გამომცემელი
მასში მოცემულია ინფორმაცია მდგრადი განვითარების მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე, გასატარებელ ღონისძიებებზე. ბროშურა დაურიგდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო წრეებს, სამთავრობო სტრუქტურებს.

2003-2005, მრგვალი მაგიდა (სექტორთაშორისი შეხვედრების ციკლი რეგულარულად იმართებოდა სახალხო დამცველის სხდომათა დარბაზში)
ორგანიზატორი
საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისათვის;
ინტელექტულაური პროდუქციის ხვედრითი წილი საქართველოს ეკონომიკაში და განვითარების პერსპექტივები;
საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის;
განახლებადი ენერგიების ათვისების პერსპექტივები საქართველოში;
ეკოსოფლების შექმნისა და განვითარებისათვის საქართველოში;
საკვები უსაფრთხოებისა და უვნებლობის საკითხები;
საქართველოს ტყეების მდგრადი განვითარებისათვის;
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები;
2005 -განათლება საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნებისათვის. იუნესკოს ათწლიანი პროგრამის საფუძველზე მომზადდა წინადადებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის.

2002, აგვისტო, აზერბაიჯანში (საინგილო) ეკოსოფლის შექმნის შეთანხმება
კავკასიის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის პროექტის ფარგლებში ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორთან ერთად მოვიარეთ აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთი პროვინცია (საინგილო), შევხვდით რაიონების (ზაქათალა, ბელაქანი, კახი) ხელმძღვანელებს და მოვახდინეთ შეთანხმება საინგილოში ეკოლოგიურ-ტურისტული სოფლის შესაქმნელად ერთობლივი პროექტის შემუშავების შესახებ.
2002 – კომპაქტ-დისკი- ტურისტული კავკასია
თანაავტორი
ჩვენი პროექტის თანახმად პარტნიორებთან ერთად სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან გამოვეცით სამი კომპაქტ-დისკის კრებული, რომელიც მოიცავდა სრულ ტურისტულ ინფორმაციას კავკასიის რეგიონის შესახებ;

2002 - სარეკლამო ვიდეო კლიპი “საქართველოს ზამთრის კურორტები"
მოვამზადეთ სარეკლამო ვიდეო კლიპი, რომელიც გუდაურისა და ბაკურიანის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
2002- კავკასიის ტურისტული სარეკლამო პლაკატი
მოვამზადეთ და გამოვეცით ტურისტული პლაკატი;
2002 - საერთაშორისო კონფერენცია “საინფორმაციო ტექნოლოგიები ტურიზმში”
ორგანიზატორი
ამ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები. კონფერენცია ჩატარდა ფონდი "ევრაზიის" მხარდაჭერით

2000 წ. 10-13 ივლისი - საერთაშორისო სემინარი “ტურიზმი- ეკონომიკური განვითარების მექანიზმი კავკასიაში”
ორგანიზატორი
(ბათუმი, საქართველო). სპონსორები – სოროსის ფონდის პროგრამა “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი”, ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პროგრამა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ შვიდი ქვეყნისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საკუთარი ინიციატივით გამოვეცი სემინარის მასალების კრებული.

1999-2002 - კავკასიის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი
ორგანიზატორი
ამ ცენტრის შექმნის იდეა გვიკარნახა 1998 წელს თბილისში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა აბრეშუმის გზის ტურიზმის ფორუმმა. ამისათვის დავაფუძნეთ კავშირი „აბრეშუმის გზის ტურისტული კავშირი“, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საქართველოს ტურისტული რესურსების მონაცემთა ბაზის გასაკეთებლად და მისი პოპულარიზების მიზნით, პარტნიორებთან ერთად აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ერთნაირ ფორმატში შეკრა კავკასიის ტურისტული ინფორმაცია. პროექტი განხორციელდა ფონდი "ევრაზიის" მხარდაჭერით. აქვე უნდა აღინიშნოს ფონდის დირექტორის ჯორჯ ზარუბინის გულისხმიერება და არასამთავრობო სექტორის აქტიური მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით;

2001-2002 - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის განვითარებისათვის
პროექტის ავტორი
მოსწავლე ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრი არსებობდა საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ათწლეულების განმავლობაში იგი ემსახურებოდა საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობას. ბოლოს მთავრობის მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო აღარ ფუნქციონერებდა. ჩვენ ავიღეთ შეფობა და რამდენიმე პროექტი შევიმუშავეთ. ვცდილობდით დაფინანსების მოპოვებას. ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელის უნდილობის გამო არათუ პროექტები არ განხორციელდა, ცენტრის კუთვნილი შენობაც დაიკარგა (დევნილებმა დაიკავეს), ხოლო მისი უნიკალური და საინტერესო მასალები სანაგვეზე აღმოჩნდა. ჩვენ გადავარჩინეთ განადგურებას მისი ნაწილი (ფოტო, ვიდეო, ალბომები და სხვა. არქივი ამჟამად ჩვენთან ინახება. იგი საჭიროებს დამუშავებას, ციფრულ ფორმატში გადატანას, რომ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს).

1998 წ. აგვისტო ექსპედიცია სოფ. თორში (ბორჯომის რ-ნი, საქართველო)
რამდენჯერმე ვიყავით სოფელ თორში, სწორედ იმ მომენტში, როცა ძველმა თორელებმა თავიანთ ფუძეზე დაბრუნების უფლება მიიღეს. ეს ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული ადგილია ეკო-სოფლის გასაკეთებლად. ამის თაობაზე ვესაუბრეთ თორელებს, ბორჯომის რაიონის მაშინდელ ხელმძღვანელობას...
1989-1991 - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მატიანე
როგორც წესი, არ ვაცნობიერებთ რომ დღევანდელი დღე ხვალ ისტორია იქნება, რომ ერთი შეხედვით ყოველდღიური და უმნიშვნელო მოვლენები მომავალში ისტორიულ ღირებულებას შეიძენს და ამიტომ საჭიროა ამ მოვლენათა დღეს დაფიქსირება ისე, რომ ჩვენს შთამომავლებს სამკითხაოდ არ გაუხდეთ საქმე.
მაგრამ როცა საქმე ეხება ეპოქალურ მოვლენებს?.. სწორედ ასეთი მოვლენა იყო 1989-91 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მემატიანეობაც გარკვეულწილად ვიკისრეთ და შეძლებისდაგვარად დავდეთ შესაბამისი მასალები.

1980-1989 - კულტურულულ-ტურისტული ცენტრი "შუამთა"
ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.
ეს კომპლექსი კეთდებოდა კახეთში ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მხარდაჭერით და საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით. კომპლექსი იმდროინდელ საბჭოთა სინამდვილეში მრავალმხრივ იყო ინოვაციური, რეალურად ეს იყო ეკოლოგიურ-კულტურული თემი, სადაც თანამოაზრეებს მოვუყარეთ თავი. იგი გაკეთდა ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის ბაზაზე და გარდა თავად ისტორიულ-კულტურული ნაგებობებისა მოიცავდა საგამოფენო დარბაზებს, კონფერენც-დარბაზს, სასტუმროს, საცხენოსნო-ტურისტულ კემპინგს (25 ცხენით), ეთნოგრაფიულ სახელოსნოებს (სამეთუნეო, სამჭედლო, ხის დამუშავება და სხვა), ბიომეურნეობას (ხეხილის ბაღი, ბოსტანი, მეწველი საქონელი, ფუტკარი), ეროვნულ სამზარეულოს და სხვა. დროების ბორბალმა ეს პროექტი ქვეშ მოიყოლა და მიწასთან გაასწორა როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გაგებით, ათი წლის შრომა და საკმაოდ დიდი ხარჯი წყალში გადაიყარა. იმ იდეას აქტუალობა დღეისათვის არა თუ დაეკარგა, პირიქით უფრო მოთხოვნადი გახდა.

1978-79, სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოება "მაძიებელი"
ორგანიზატორი და ხელმძღვანელი